„საარჩევნო პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს - ესაა ცვლილებები, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გააუმჯობესებს,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება, საბაბი მოძებნოს, რათა საარჩევნო პაკეტს მხარი არ დაუჭიროს, „სხვა დანარჩენი კი პაკეტის მხარდაჭერის საუკეთესო საფუძველს იძლევა".
„საარჩევნო პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, როგორც იცით, ოპოზიციის წარმომადგენლობა იზრდება. გარდა ამისა, მინიმუმ საარჩევნო უბნების 10% გადათვლილი იქნება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოში ამ 30 წლის მანძილზე არასდროს არ მომხდარა. ესაა ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც საარჩევნო გარემოს საქართველოში კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება საბაბი მოძებნოს, რომ ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭიროს, დანარჩენი პაკეტი მხარდაჭერის საუკეთესო საფუძველს იძლევა“, - განაცხადა კობახიძემ.