კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით, ნიირაგონგოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა.
ქალაქ გომის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან შვიდი ათასი ადგილობრივი მოსახლე იქნა ევაკუირებული. თავად ქალაქი არ დაზიანებულა. ლავის ძირითადი ნაკადი აეროპორტისკენ მიემართებოდა, თუმცა, აეროპორტიდან 50 მეტრის დაშორებით შეჩერდა.
ბოლოს ეს ვულკანი 2002 წლის 17 იანვარს ამოიფრქვა, შედეგად დაიღუპა 100 ადამიანი.