logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: გადატრიალების არაპროფესიული, სამოყვარულო მცდელობა იყო
- +

16 ივლისი. 2016. 13:23



პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორთან" საუბრისას თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას აფასებს. საყვარელიძის განცხადებით, თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.



„დავესესხები ამერიკის ერთ-ერთ განცხადებას, არაპროფესიული, სამოყვარულო მცდელობა იყო გადატრიალების.

თურქეთის საგარეო ფაქტორები არ იყო ამის მიზეზი. შიდა ფაქტორებმა გამოიწვია, რადგან სამხედროებში ხელისუფლების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

მეეჭვება, საქართველოზე რამე გავლენა იქონიოს, იმიტომ რომ ხელისუფლება არ შეიცვალა, იგივე დარჩა, პროცესებიც საგარეო კუთხით იგივე იქნება",- განაცხადა საყვარელიძემ. 


ასევე საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზეც სამხედრო გადატრიალების მცდელობა არანაირ გავლენას არ იქონიებს, არც საქართველოზე და არც თურქეთზე.


„საქართველო თურქეთთან ერთად ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში დიდიხანია აღარ განიხილება, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ შეექმნება ამ პროცესს. საქართველოს კი არა, თურქეთსაც არ ექნება ამის პრობლემა",- აღნიშნა საყვარელიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner