logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ბავშვებისთვის ყველა ტიპის დახმარების აღმოჩენა მოხდება
- +

16 ივლისი. 2016. 13:27



ქორეოგრაფიული ანსამბლების - „ქართული გენის" და „გორდას" წევრებისთვის სტამბოლში ყველანაირი დახმარების აღმოჩენა მოხდება, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

ჯანელიძემ მწუხარება გამოთქვა, რომ გუშინ განვითარებული მოვლენების გამო ბავშვების ჯგუფმა, რომელიც თურქეთის გავლით საქართველოში მოდიოდა, ვერ შეძლო წუხელ სტამბოლის გავლა.


მიხეილ ჯანელიძის თქმით, გზა უკვე გახსნილია და თურქეთში მყოფი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრები კონტაქტზე არიან საკონსულოს წარმომადგენლებთან. მათი საჭიროებიდან გამომდინარე, სტამბოლში მოხდება ყველა შესაძლო დახმარების აღმოჩენა. აღნიშნული ჯგუფი სტამბოლიდან დაახლოებით 70 კმ-ის დაშორებით იყო გაჩერებული. მიხეილ ჯანელიძის თქმით, გზა უკვე გახსნილია და ავტობუსები უკვე დაიძრა.


როგორც კი სტამბოლში შევლენ, კონტაქტი აქვთ ჩვენი საკონსულოს თანამშრომლებთან და ყველა ტიპის დახმარების აღმოჩენა მოხდება. თუ საჭირო იქნება მათი სასტუმროში დაბინავება, ამაში ხელს შევუწყობთ და ჩვენ გვერდით დავუდგებით. ასევე სხვა ნებისმიერი ტიპის დახმარებით. მთავარია, რომ არის შესაძლებლობა მათთან კომუნიკაციის, გზა გახსნილია და მათთან კონტაქტს შევძლებთ", - განაცხადა ჯანელიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner