logo_geo
eng_logo
საგარეო უწყება თურქეთში მყოფ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

16 ივლისი. 2016. 13:31



საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.



მიმდინარე წლის 16 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე გადაკეტილ იქნა . სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზები. აღნიშნულის გამო, 16 ივლისის ღამეს, ბულგარეთიდან, თურქეთის გავლით, საქართველოში მომავალ ავტობუსს, რომელზეც იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები და ანსამბლის ხელმძღვანელობა, . სტამბოლიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით მოუწია გაჩერება. თურქეთში ვითარების დასტაბილურების შემდეგ მოხდა . სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზების გახსნა, რის შესახებაც . სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ აცნობა ავტობუსში მყოფებს. ამჟამად ავტობუსი დაიძრა სტამბოლის მიმართულებით.

 

. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელობასთან და, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა გაუწიოს მას ყოველგვარი დახმარება", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner