ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ძალიან რთული პროცესებია, ჩვენ უნდა ვიყოთ თურქეთის კანონიერი ხელისუფლების მხარეს",- ამ სიტყვებით აფასებს თურქეთში მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „რეპორტიორთან" საუბრისას. ნიშნიანიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოზე დიდი გავლენა ექნება თურქეთის მდგომარეობას.
„ჩვენთვის ძალიან საშიშია თურქეთის მდგომარეობა. წუხელ მთელი ღამე ვადევნებდით თვალს. ძალიან რთული პროცესებია, ჩვენ უნდა ვიყოთ თურქეთის კანონიერი ხელისუფლების მხარეს.
რა თქმა უნდა, თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე გავლენას იქონიებს. ჩვენი ეკონომიკა თურქეთის ეკონომიკასთან მჭიდრო ურთიერთობაშია, გარდა ამისა, უამრავი მოქალაქეა მეზობელ ტერიტორიაზე.
იმედი მაქვს, დაძლევს თურქი ხალხი ამ გამოწვევას",- განაცხადა ნიშნიანიძემ.