„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოსვლას თუ გადაწყვეტს, ველოდები „სირცხვილიას“ აქტივისტებს, რომლებიც ალბათ „მონას“ ძახილი შემოაცილებენ მათ“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობაში“ სერიოზული კრიზისია.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა არასტაბილურობა, ბოიკოტი, საბოტაჟი. სამწუხაროდ, ეს მისი თანმდევი, ბუნებრივი მოვლენა გახდა. თვე-ნახევარია, რაც ხელი მოეწერა პოლიტიკურ შეთანხმებას და ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვე-ნახევრის განმავლობაში ისიც ვერ გადაწყვიტა, პარლამენტში უნდა შემოვიდეს თუ ქუჩაში დარჩეს. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული კრიზისია ამ პოლიტიკურ ძალაში.
რაც შეეხება მოლოდინებს, თუ გადაწყვეტენ და შემოვლენ პარლამენტში, მე ველოდები „სირცხვილიას“ აქტივისტებს, რომლებიც ალბათ, სირცხვილის კორიდორს მოაწყობენ და „ნაცმოძრაობას“ „მონა, მონას“ ძახილით შემოაცილებენ. ეს მათი სტილია და ველოდები ამ მომენტს, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ შემოსვლას გადაწყვეტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.