ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას თურქეთში მიმდინარე პროცესები შეაფასა. ქანთარიას განცხადებით, თურქმა ხალხმა გამოავლინა მოქალაქეობრივი სიმტკიცე და შეგნება, რადგან არ დაუშვა ძალისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლა.
„თურქ ხალხს მინდა მივულოცო. მათ გამოავლინეს მოქალაქეობრივი სიმტკიცე და შეგნება.
თურქებმა შეძლეს კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება და კანონის უზენაესობა.
21-ე საუკუნეში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მთავრობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების გზით.
არ მგონია, საქართველოზე თურქეთში მიმდინარე პროცესებმა რაიმე პრობლემური გავლენა იქონიოს. სხვაგვარად რომ წასულიყო საქმე, რა თქმა უნდა, მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის იქნებოდა ძალიან ცუდი", - განაცხადა ქანთარიამ.