ავტორი მარიამ პაიჭაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია „რეპორტიორთან" თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის არსებობა.
„თუ ჩავთვლით, რომ პრობლემა აღარ გაგრძელდება დიდხანს და სწრაფად მოგვარდება, როგორც არსებული სიტუაციიდან ჩანს, არანაირ პრობლემას თურქეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოს არ შეუქმნის. ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მის მეზობელ ქვეყნებში იყოს სტაბილური მდგომარეობა. იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად მოგვარდება", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.