ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას თურქეთში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მაღრაძის თქმით, თურქეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ინტერესები იკვეთება.
„გლობალურადაც და რეგიონშიც საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.
თურქეთში მიმდინარე პროცესებში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებიც იკვეთება.
ასევე პროცესებია მიმართულია ამერიკის გავლენის შესუსტებისკენ.
კარგია, რომ ვერ განხორციელდა თურქეთის მთავრობის შეცვლა და სამხედრო გადატრიალება, რადგან კავკასიის რეგიონში ძალიან აირეოდა ვითარება",- განაცხადა მაღრაძემ.