logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ჩვენი ინტერესია, მეზობელ ქვეყნებში მშვიდობა და სტაბილური მდგომარეობა იყოს
- +

16 ივლისი. 2016. 18:20


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში უარყოფითად აფასებს თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი მეზობელ ქვეყნებში სტაბილური მდგომარეობა და მშვიდობაა.


„ჩვენ გვინდა სტაბილური, მშვიდობიანი, და მეგობრული მეზობლები. ეს არის ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის სურვილი. ამიტომ, მხოლოდ სულელებს და ბრიყვებს შეიძლება ეწადოთ მეზობელ ქვეყანაში ომი, არეულობა და შფოთი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner