logo_geo
eng_logo
როინ მეტრეველი: საქართველო არის ადგილი, სადაც ადამიანის წარმოშობა მოხდა
- +

1 ივნისი. 2021. 11:46

 

„ქართველებმა უდიდესი კულტურა შექმნეს“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა „POST TV“- ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიშვა ადამიანი.

 

„იყო პერიოდი, როდესაც ქართველები ითვლებოდნენ მოსულებად ან არააბორიგენებად, არაავტოქტონებად. მაგრამ, შემდეგ, არქეოლოგიურმა კვლევამ, ბევრმა მუშაობამ, რომელიც წარიმართა მაგ მხრივ, თეორიულმა, პრაქტიკულმა ცდებმა, მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ადამიანის წარმოშობა მოხდა.

 

ქართველებმა უდიდესი კულტურა შექმნეს. ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან, მანამდეც დიდი კულტურა გვაქვს შექმნილი. რაც ქრისტიანობა მივიღეთ, საქართველოში უამრავი ხელოვნების დარგი განვითარდა. უპირველეს ყოვლისა ხუროთმოძღვრება. ჩვენ გვაქვს ხუროთმოძღვრების ისეთი ძეგლები, რომელიც მსოფლიოში არაა. ავიღოთ თუნდაც მე-11 საუკუნის ძეგლი სვეტიცხოველი. ესაა მოდერნი, არატრადიციული შენობა. სამნავიანი ბაზილიკაა, ყველა ნავი აქვს არაერთგვაროვანი. პროპორციები დაცული არ აქვს. ყველა ორნამენტი განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

ხუროთმოძღვრებას მოჰყვა უზარმაზარი ჰაგიოგრაფიული მწერლობა, გვირგვინიანი, საერო მწერლობა - „ვეფხისტყაოსანი.“

 

მუსიკა - მუსიკალური ხელოვნება განვითარდა უმაღლეს დონეზე. ჩვენ, მე-10-11 საუკუნეში გვყავს ჰიმნოგრაფები მიქაელ მოდრეკილი, იოანე მიშხი. სანოტო სისტემა გვაქვს, ე.წ.  ნევმები არსებობს, რომელზეც იწერება ძველი საგალობლები ა.შ.

 

მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთ შედევრად მიმაჩნია საგალობელი -„შენ ხარ ვენახი“.

 

მისი ავტორი გახლავთ, არც მეტი - არც ნაკლები, დემეტრე პირველი, დავით აღმაშენებლის შვილი. სრულიად საქართველოს მეფე, რომელიც შვილმა ჩამოაგდო ტახტიდან და წავიდა მონაზვნად გარეჯის უდაბნოში. დაირქვა დამიანე და ამ დამიანემ შექმნა „შენ ხარ ვენახი“, - განაცხადა როინ მეტრეველმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner