logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობამ“ ოდესმე საკუთარი გეგმები განახორციელოს, თუმცა ისინი 2014 წლიდან ქვეყნის დესტაბილიზაციას ლამობენ
- +

2 ივნისი. 2021. 17:54

 

 

„არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობამ“ ოდესმე საკუთარი გეგმები განახორციელოს, თუმცა ისინი 2014 წლიდან ქვეყნის დესტაბილიზაციას ლამობენ და ეს მათი მცდელობები გარკვეულწილად და გარკვეულ მონაკვეთებზე წარმატებულიც კი იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„კარგად ესმით ჩვენს პარტნიორებს ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც, ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა იმ თვალსაზრისით, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია და დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ.

 

არ მგონია, რომ მათ ოდესმე საკუთარი გეგმები განახორციელონ, თუმცა 2014 წლიდან ქვეყნის დესტაბილიზაციას ლამობენ და ეს მათი მცდელობები გარკვეულწილად და გარკვეულ მონაკვეთებზე წარმატებულიც კი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ვხედავდით, როცა ქვეყანას უჭირს დესტაბილიზაცია და დესტრუქციაა მათი ამოცანა.

 

მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა, ეს არის იმის დემონსტრირება, რაზეც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, კარგია განცხადება, ზუსტი მინიშნებაა და ამის უკან დევს დამოკიდებულება, რომელიც ვაშინგტონს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ გააჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი იმედგაცრუებულია იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ხელი არ მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმების.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner