logo_geo
eng_logo
შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
- +

17 ივლისი. 2016. 11:31


შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა 1-ლი სამმართველოს ბაზაზე, 1991 წლიდან დღემდე საქართველოს ერთიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა.


ცერემონიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, მისი მოადგილეები, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღნიშნული სამხედრო ნაწილიდან გმირულად დაიღუპა 33 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 6 თანამშრომელი.


სამშობლოსათვის თავგანწირვისა და თავდადებისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა თბილისის სამმართველოს და მე-3 სამმართველოს ბაზებზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner