logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება მანამდე მოგვიწევს, ვიდრე მოსახლოების სულ მცირე 30-40% არ აიცრება
- +

5 ივნისი. 2021. 17:57

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება მანამდე მოგვიწევს, ვიდრე მოსახლოების სულ მცირე 30-40% არ აიცრება.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვლავ არის შემთხვევები, როდესაც პირბადეს არ ატარებენ, ან არასწორად ატარებენ.

 

„სამწუხაროდ, მოგვიწევს პირბადის ტარება, სანამ არ ავიცრებით მოსახლეობის სულ მცირე 30-40%. როდესაც ქუჩაში დავდიოდი ვუყურებდი, რომ სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პირდბადეს არ ატარებენ, ან არასწორად ატარებენ. რეგიონული მედია უნდა მოგვეხმაროს, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია, თბილა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს.

 

ამიტომ პირბადე ვატაროთ, სანამ არ ავიცრებით საკმაო რაოდენობის ადამიანები, სანამ კუმულაციური იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner