logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ხვალ თურქეთში გვექნება მაღალი დონის შეხვედრები
- +

18 ივლისი. 2016. 12:09



ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განუცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციას ხვალ თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები ექნება.


„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან იყოს მშვიდობა. თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აღწევს მილიარდნახევარ დოლარს. შესაბამისად, თურქეთში სიმშვიდე და ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ხვალ თურქეთში გვექნება მაღალი დონის შეხვედრები. დარწმუნებულები ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ იმავე ინტენსივობით და იმავე მიმართულებით გაგრძელდება, რაც აქამდე იყო", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner