logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: წინასაარჩევნო პროცესში სკოლის რაიმე ფორმით ჩართულობას გამოვრიცხავთ
- +

18 ივლისი. 2016. 13:12


 

„ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო პროცესში მასწავლებლების გამოყენების ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ",- ამ სიტყვებით უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ოპოზიციური პარტიების განცხადებას, რომ წინასაარჩევნო პროცესში მასწავლებლების ჩართვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდება.


„ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო პროცესში მასწავლებლების გამოყენების ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და სავარაუდოდ, ამიტომ ფიქრობენ, რომ ეს წელსაც ასე მოხდება. მე ამას გამოვრიცხავ და გაძლევთ პირობას. ჩვენ, როგორც არაერთხელ გვითქვამს, ვერც ერთ მასწავლებელს, როგორც მოქალაქეს, ვერ დავუშლით, რომ თავისი პოზიცია ჰქონდეს და ამა თუ იმ სახელისუფლებო თუ ოპოზიციურ პარტიას უჭერდეს მხარს. მეორე მხრივ, ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ სკოლა, ბავშვები და ადმინისტრაციული რესურსი რაიმე ფორმით ჩართული იყოს ამ პროცესში და თითოეულ შემთხვევას, თუ ასეთი იქნება, მოჰყვება ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება", - განაცხადა  ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner