საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას დაესწრება.
საქართველოს მთავრობა მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.
„გუშინ მქონდა საუბარი თურქეთის პრემიერ-მინისტრთან და ვიზიტი ძალაში რჩება. მგონია, რომ ძალიან კარგია, რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ, ეს იქნება კიდევ ერთხელ თურქეთის დემოკრატიული განვითარებისადმი მხარდაჭერისა და ჩვენი მეგობრობის გამოხატულება",-განაცხადა კვირიკაშვილმა.