logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ დღეს არის უალტერნატივო!
- +

18 ივლისი. 2016. 23:10



გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება" არის ქმედითი და დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, ეს გააკეთოს.



ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დასავლური ღირებულებების ერთგულია, მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას. „ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც სიტყვის თავისუფლება, დაცული საკუთრება, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, მთავარი პრინციპები გახლავთ. „ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ღირებული და ძვირფასია, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად. „ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომლისთვისაც საქართველოს გამთლიანება აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება, და ჩვენ მზად ვართ გავუნაწილოთ ჩვენს ძმებს ყველა სიკეთე, რაც ჩვენ გაგვაჩნია. „ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია თქვენთან ერთად თავისუფალი, დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა ააშენოს. 2012 წელს თქვენქართული ოცნების" გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ახლაც ბრძოლაში ვართ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბრძოლა ახლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის გვჭირდება. მჯერა, ამ არჩევნებში, 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ამით ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner