logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: კობა ნარჩემაშვილი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს!
- +

19 ივლისი. 2016. 01:35


 

„ბატონი კობა (ნარჩემაშვილი), პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ მიიღო" , - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, კობა ნარჩემაშვილის წარდგენისას განაცხადა.


ნარჩემაშვილი "ქართული ოცნების" სახელით ქუთაისის #49-ე ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.


"კობა ნარჩემაშვილი - მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. იგი გახლავთ სამართალმცოდნეობის მაგისტრი და ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner