logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულებზე დაწყებული საქმეების 70% კვლავაც ძიების ეტაპზეა
- +

21 ივნისი. 2021. 18:47

 

არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების 70 პროცენტი კვლავაც ძიების ეტაპზეა. გამოძიებებთან დაკავშირებით სტატისტიკა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც პროკურატურის წარმომადგენლებს უსმენენ, კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სულ 119 საქმეზეა დაწყებული.

 

მათგან მხოლოდ 4 შემთხვევაში დადგა გამამტყუნებელი, 1 შემთხვევაში კი გამამართლებელი განაჩენი. მიქანაძის თქმით, გამოძიების შეწყვეტის მიზეზი რიგ შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არარსებობა ან მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონი გახდა.

 

„რიგ შემთხვევებში, გამოძიების შეწყვეტის მიზეზი გახდა ჩვენს მიერ ამ მოწვევის პარლამენტში მიღებული კანონიც და ამან თავის გავლენა მოახდინა. მოცემული სტატისტიკის მიხედვით 119 შემთხვევაზე არის გამოძიება დაწყებული, აქედან რაღაც ნაწილი შეწყდა ზოგ შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ზოგიერთ შემთხვევაში იმიტომ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი შეეხო. ნაწილ საქმეებზე, დაახლოებით საქმეების 65-70% გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს, სასამართლო განხილვის ეტაპზეც არის არაერთი საქმე, რამდენიმე არის მიმდინარე და რამდენიმეზე განაჩენია გამოტანილი. ჩვენ ვნახეთ, რომ 4 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, ხოლო ერთზე იქნა გამამართლებელი განაჩენი, რაც გასაჩივრებული იქნა პროკურატურის მიერ ზემდგომ ინსტანციაში. სასამართლოში არსებული საქმეების რაოდენობა ჯამში ამ ეტაპზე არის 14,“- განაცხადა მიქანაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner