logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობას“: მომეჩვენა თუ ის ხალხი ლაპარაკობთ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს და მერე მიატოვეთ?
- +

22 ივნისი. 2021. 16:05

 

 

„მომეჩვენა, თუ ის ხალხი ლაპარაკობთ აქ ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღეთ ხანდაზმულ ადამიანებს და მიატოვეთ მერე - თქვენი პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ გახსოვთ?“ - ასე ეხმიანება „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით შეფერხებაზე ოპოზიციის კრიტიკას პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

 

მისი თქმით, მათ ჰქონდათ ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია და იმ ადამიანებს, ვისაც პირველი ვაქცინის მიღებიდან 10-12 კვირის თავზე უწევდათ მეორე დოზის მიღება, პრობლემა არ შეექმნებათ.

 

„თქვენ აქ გინდათ ახლა მართლა დაგვაჯეროთ, რომ მართლა წუხხართ, რომ ვაქცინამ 2 დღით დაიგვიანა?

 

მინისტრთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და ეკატერინე ტიკარაძისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ვისაც ახლა უწევთ 10-12 კვირის თავზე, პირველი აცრის შემდეგ უკვე მეორე ვაქცინაცია, ყველა მოქალაქე აიცრება, ყველას მიუვა სათანადო შეტყობინება და ეს პრობლემა მოგვარდება, ამოიწურება სრულად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner