logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: შესაძლოა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 1 თვეში დომინანტი გახდეს
- +

25 ივნისი. 2021. 16:20

 

„შესაძლოა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 1 თვეში დომინანტი გახდეს“, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ვებინარის მიმდინარეობისას განაცხადა.

 

„ე.წ. „ინდური შტამი“ დომინანტი რომ გახდეს, ამის ალბათობა დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, მოიმატებს, მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

 

მისი თქმით, თუ ავიცრებით „მაშინ ვერც „ინდური შტამი“ მოგვერევა და ვერც სხვა ახალი შტამი“.

 

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner