logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: აუდიტის წარმომადგენლებს მასალების ნაწილი გადავეცით, რაც საჭირო იქნება, კიდევ მივაწვდით, ჩემთვის უცნობია, როდის იქნება დასკვნა
- +

25 ივნისი. 2021. 17:02

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

 

მისივე თქმით, აუდიტის წარმომადგენლებს გარკვეული დოკუმენტაცია გადასცეს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მისთვის უცნობია, როდის იქნება აუდიტის დასკვნა.

 

„გიდასტურებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა აუდიტი ნამდვილად იყო. აუდიტის წარმომადგენლები სამი-ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ ჩვენს სხვადასხვა ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელია ვაქცინაციის პროცესზე. გაესაუბრნენ მათ, ასევე ხანმოკლე დროით მეც შევხვდი. პაატა იმნაძე აკორდინირებდა ამ შეხვედრებს და რაც მოითხოვეს, მასალების ნაწილი გუშინ გადაეცათ, ნაწილი კი დღეს ეძლევათ. დამატებით რაც საჭირო იქნება, მივაწვდით. ვერ გეტყვით, როდის იქნება დასკვნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner