„ნარჩემაშვილი არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი",- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატ კობა ნარჩემაშვილს.
„კობა ნარჩემაშვილმა თავისი საქმიანობით დაადასტურა თავისი სერიოზულობა, სახელმწიფოებრივი მიდგომა სხვადასხვა საკითხებისადმი, ასევე, ის არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, როგორც იურისტი, ასევე, აქვს ფართო ხედვა, სოციალ-დემოკრატიული, პროგრესული ხედვა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.