ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი ოფიციალური ცერემონიით დახვდა.
ჩანქაიას სასახლეში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციების წევრები წარუდგინეს.
მთავრობის მეთაურები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღესვე, ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება და ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.