„ოქტომბერი იქნება ძალიან მკაფიო კატალიზატორი, როგორ შეაფასებს საზოგადოება ჩემს გაკეთებულს", - ამ განცხადებას შს ყოფილი მინისტრი, ქუთაისში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი გადაცემაში „360 გრადუსი" აკეთებს.
„როგორც ჩანს, კარგად არ იცით ჩემი წარსული საქმიანობა. თუ ჩემს ბიოგრაფიას კარგად გადახედავთ, აღმოაჩენთ, რა იყო. ძალიან ბევრი რამე იყო, თუნდაც, დანაშაულის აღრიცხვასთან დაკავშირებით სიახლე, იგივე პატრულის რეფორმა, რომელიც მომზადებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, უბრალოდ, ჩვენ ეს უსახსრობის გამო ვერ განვახორციელეთ და ა.შ. უამრავი. მე ძალიან დეტალურად მექნება ამაზე საზოგადოებასთან საუბარი და ოქტომბერი იქნება ძალიან მკაფიო კატალიზატორი, როგორ შეაფასებს საზოგადოება ჩემს გაკეთებულს", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.