logo_geo
eng_logo
აღმაშენებლის ხეივანში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
- +

27 ივნისი. 2021. 07:58

 

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner