მოსკოვიდან გაგრისკენ მიმავალი ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ექსკავატორს, რომელიც ლიანდაგის გასწვრივ სარემონტო სამუშაოს ატარებდა.
შემთხვევის შედეგად, მგზავრები არ დაშავებულან და არც მატარებელი გადასულა ლიანდაგიდან, თუმცა, დაზიანდა ლოკომოტივი, რომელიც, მოგვიანებით, სარეზერვო ელმავლით შეცვალეს.
ამ დროისთვის, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია. მომხდარის გამო, სოხუმი-პეტერბურგის მატარებელი, დროებით, გუდაუთის რკინიგზის სადგურთან იყო გაჩერებული.
ცოტა ხნის წინ, სარკინიგზო შემთხვევა მოსკოვთანაც მოხდა. მატარებლისა და ავტომობილის შეჯახებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.