logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი დღეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს შეხვდება
- +

2 ივლისი. 2021. 10:34

 

ჯეიმს აპატურაი დღეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდება. ეს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მისი ბოლო ვიზიტია.

 

აპატურაის განცხადებით, მისი ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, ასევე NATO-სთან საქართველოს დაახლოებას.

 

„აპატურაი NATO-ს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენელია და განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს ჩვენს ქვეყანას. რეალურად მისი ჩამოსვლა გამოხატავს იმ ამოცანას, რაც NATO-ს აქვს - ახლოს ჰყავდეს მოკავშირე ამ მეტად რთულ ვითარებაში“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ყველა ასეთი ვიზიტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო მზად არის NATO-ს წევრობისთვის.

 

„რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ჩვენ დიდი სიამოვნებით შევხვდებით ჯეიმს აპატურაის“, - ამბობს მაჭარაშვილი.

 

აპატურაი საქართველოში 29 ივნისს ჩამოვიდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner