6-9 ივლისს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.
„მოუთმენლად ველი მომდევნო კვირას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი მთავარი ინიციატივები წარვადგინო. ასევე განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.