აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ე.წ.ოცნების ქალაქში მისვლას ხმაური მოჰყვა. თვითნებურად შესახლებულებიდან ერთ-ერთის ნარგიზ დიასამიძის განცხადებით, ოთხი წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას" მათი მდგომარეობა არ მოუკითხავს, ახლა კი საარჩევნოდ მათი ხმების მოპოვება სურთ. ლევან ვარშალომიძემ ახალი საარჩევნო პროგრამის - სოციალური სახლების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინდივიდუალური ხელშეკრულებები, ხმაურის მიუხედავად, ე.წ.ოცნების ქალაქის მცხოვრებლების ნაწილთან მაინც გააფორმა. ე.წ.ოცნების ქალაქში ლევან ვარშალომიძის მისვლასთან დაკავშირებით აჭარის რეგიონში მომუშავე მედია ინფორმირებული არ ყოფილა.