„ვინც არ უნდა ვიყო, რაც არ უნდა ვიყო, ათას კლას გამოვლილი, დღეს მე არ უნდა დავივიწყო ის თეთრი ქვა, რომელზეც მამაჩემმა ფეხი დადგა", - ეს სიტყვები კონსტანტინე გამსახურდიამ მეგრულად წარმოსთქვა, მაშ შემდეგ რაც ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ „პატრიოტთა ალიანსის" სამეგრელოს მაჟორიტარობის კანდიდატს შეკითხვა „მეგრულად ატარებთ საარჩევნო კამპანიას?"- ტელეკოპანია „პირველის" ეთერში დაუსვა.
„ცხადია, მეგრულად არ ვატარებ, თუმცა, შესაძლებელია, იყოს მომენტები, როცა გამოვიყენებ მეგრულ ენას. ეს არის ჩვენი სამეტყველო ენის პროტოფორმა, ლინგვისტურად რომ ვთქვა", - განაცხადა გამსახურდიამ.