logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება, ვირუსის გავრცელების შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა
- +

7 ივლისი. 2021. 13:53

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციაა.

 

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეკავების გზა არის მასობრივი ვაქცინაცია.

 

„სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტობის ანუ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ. ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner