logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: თუ ვინმეს ჰგონია, მცირედით მაინც შეატორტმანებს რუსთაველის გამზირზე აღმართულ ევროკავშირის დროშას, ეს არის ფუჭი მცდელობა
- +

7 ივლისი. 2021. 15:35

 

„არ შეიძლება ცალკეულმა ადამიანებმა თავს უფლება მისცენ, მაღლა დააყენონ საკუთარი თავი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოქმედი სამართალი და ისტორიული არჩევანია“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ამ ქვეყანაში თუ ვინმეს ჰგონია, რომ მცირედით მაინც შეატორტმანებს აქ, რუსთაველის გამზირზე აღმართულ ევროკავშირის დროშასა და ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის მიმართულებას, რა საკვირველია, ეს არის მცდარი აზრი და ფუჭი მცდელობა. ქართველი ხალხის გააზრებული და სწორი არჩევანია ევროპისკენ სვლა.

 

არ შეიძლება ცალკეულმა ადამიანებმა თავს უფლება მისცენ, მაღლა დააყენონ საკუთარი თავი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოქმედი სამართალი და ისტორიული არჩევანია. შესაბამისად, ეს არის ვითარება, რომელიც ვიხილეთ გუშინ. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ გუშინ ვიცილეთ ასევე პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების აბსოლუტურად გამართული საქმიანობა, გამართული ქმედებები იმისთვის, რომ უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი და დაცული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner