logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს
- +

7 ივლისი. 2021. 17:54

 

„სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს თოუზის რაიონის სოფელ გარალარის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს“, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული.

 

მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

 

„ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner