18 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა ალჟირში ტურისტული ავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი გამოცემების ცნობით, ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტობუსს ტურისტები საკურორტო ქალაქ კონსტანტინადან გადაჰყავდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.