logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ირაკლი სესიაშვილი სავარაუდოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
- +

21 ივლისი. 2016. 12:30


საქართველოს პრემიერ-­მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლის სესიაშვილის და კახი კახიშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მათი ამჟამინდელი საქმიანობა ძალიან ღირებულია იმ თანამდებობებზე, რომლებზეც დღეს არიან.


ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის ახლა მოღვაწეობს, სავარაუდოდ, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის ძალიან კარგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის დღეს მუშაობს", - ­ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner