„რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობებს, სავარაუდოდ,პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ, მომავალ კვირაში დატოვებენ.
ამასთან დაკავშირებით, კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა და განმარტა, რომ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
„პრემიერ-მინისტრმა და მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო თავდაცვის მინისტრის შეერთებულ შტატებში ყოფნა, აქ სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისთან ხელმოწერილი დოკუმენტის შემდგომი ეტაპების დასასრულებლად. მე მგონი, მომავალი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი და მინისტრები თავდაცვისა და შერიგების საკითხებზე ჩამოყალიბდებიან", - განაცხადა უსუფაშვილმა.