საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი თურქეთში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. კელის განცხადებით, აშშ თურქეთში მოვლენების გამო შეშფოთებულია.
„თურქეთი აშშ-ისა და ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი და მოკავშირეა, ისევე როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეზობელი. ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი შეძლებს შაბათ-კვირას მომხდარი მოვლენების გამოძიებას და ეს მოხდება სრული გამჭვირვალობის დაცვით", - განაცხადა იან კელიმ.