logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო ტრიბუნის პიკეტირება დაიწყეს, ვინმემ თქვას, სად ხდება ასე
- +

18 ივლისი. 2021. 15:56

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო ტრიბუნის პიკეტირება დაიწყეს.

 

მისივე თქმით, ეს ნორმალური პროცესი არ არის.

 

„ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმემ უბრალოდ საკუთარი მაგიდიდან ბანერი გადმოფინა, არა, ისინი დაიძრნენ, აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ, საპარლამენტო ტრიბუნის პიკეტირება დაიწყეს. ეს თუ დასაშვებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ნორმალური პროცესია, არ ვიცი. ის მაინც მოთხოვეთ, ვინმემ თქვას, სად ხდება ასე. სხდომის დახურვის მიზეზები უნდა გავარკვიო, მეც თქვენთან ვიდექი, როცა თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დღევანდელი სხდომა დახურულად გამოაცხადა, რადგან პოლტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner