logo_geo
eng_logo
აბიტურიენტებისთვის, რომლებიც გამოცდაზე COVID-19-ის დიაგნოზის გამო ვერ გავიდნენ, ხვალიდან დამატებითი სესიები დაიწყება
- +

20 ივლისი. 2021. 12:28

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 20 ივლისს სრულდება. 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება. დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.

 

საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე, ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში დააკვირდა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 25 საგამოცდო ცენტრი. თითოეული მათგანი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

 

2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.

 

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner