logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: სახელმწიფოს სტრატეგიულ კურსს ასეთი პროქტები განსაზღრავს და არა ენის ტლიკინი
- +

22 ივლისი. 2016. 03:31


საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ეხმაურება:


ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტი, ფანჯარა და კარები თანამედროვე სამყაროში - უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც წარმოადგენს ნახტომს განვითარებაში, ხელს უწყობს ქვეყნის ინტეგრირებას დანარჩენ მსოფლიოსთან, განათლებას, თავისუფალი და გახსნილი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ახალგაზრდობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის მოდერნიზაციას. სახელმწიფოს სტრატეგიულ კურსს ასეთი პროქტები განსაზღრავს და არა ენის ტლიკინი. ის, რომ საქართველო აქამდე იყოფოდა ინტერნეტიან და უიტერნეტო სივრცედ, მნიშვნელოვნად ყოფდა ქვეყანას ორ ნაწილად და სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში!",- წერს მაღლაფერიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner