საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ეხმაურება:
„ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტი, ფანჯარა და კარები თანამედროვე სამყაროში - უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც წარმოადგენს ნახტომს განვითარებაში, ხელს უწყობს ქვეყნის ინტეგრირებას დანარჩენ მსოფლიოსთან, განათლებას, თავისუფალი და გახსნილი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ახალგაზრდობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის მოდერნიზაციას. სახელმწიფოს სტრატეგიულ კურსს ასეთი პროქტები განსაზღრავს და არა ენის ტლიკინი. ის, რომ საქართველო აქამდე იყოფოდა ინტერნეტიან და უინტერნეტო სივრცედ, მნიშვნელოვნად ყოფდა ქვეყანას ორ ნაწილად და სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში!",- წერს მაღლაფერიძე.