საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ინტერპოლის მიერ იგორ გიორგაძესა და თემურ ბასილიაზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას თავად ინტერპოლის ახალ შიდა რეგულაციებს უკავშირებს.
ვოლსკის განცხადებით, ინტერპოლმა შეცვალა შიდა რეგულაციები და თუკი პირს რომელიმე ქვეყანა თავშესაფარს აძლევს, მას ძებნილთა სიიდან იღებს.
„რეგულაცია შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა არაფერი იგორ გიორგაძის მიმართ საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურების დამოკიდებულებაში. მის მიმართ პრეტენზია კვლავ არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.