ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება დემოკრატიული და სამართლიანი.
„წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩს დავეთანხმები, რომელმაც განაცხადა, რომ საქარველოში წინასაარჩევნო გარემო ადეკვატურად მიმდინარეობს, რომ ეს საარჩევნო გარემო არის ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა - დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.