logo_geo
eng_logo
23 ივლისს გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარ კანდიდატებს სამეგრელოს რეგიონში წარადგენს
- +

22 ივლისი. 2016. 16:43



 „ქართული ოცნება­დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, პრემიერ­მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 23 ივლისს სამეგრელოს რეგიონში წარადგენს.

კვირიკაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთის რეგიონში უკვე წარადგინა. ქუთაისის 47­ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის 48­ე ოლქში - დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის 49­ე ოლქში - კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში - ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში - შალვა კიკნაველიძე, თერჯოლა­ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში - პაატა კვიჟინაძე, ვანი­ხონის ოლქში - გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში - სულხან მახათაძე, ბაღდათი­ხარაგაულის ოლქში - კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში - გია მიქელაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner