„ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 23 ივლისს სამეგრელოს რეგიონში წარადგენს.
კვირიკაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთის რეგიონში უკვე წარადგინა. ქუთაისის 47ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის 48ე ოლქში - დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის 49ე ოლქში - კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში - ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში - შალვა კიკნაველიძე, თერჯოლატყიბულში ,,ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში - პაატა კვიჟინაძე, ვანიხონის ოლქში - გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში - სულხან მახათაძე, ბაღდათიხარაგაულის ოლქში - კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში - გია მიქელაძე.