პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას ულოცავს.
„ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ოქროსმედალოსანია! მადლობა ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს იმ გამარჯვებებისთვის, რითაც ასე გვანებივრებენ, ჩვენ თქვენით ვამაყობთ“, - წერს კახა კუჭავა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 11 სახეობაში საქართველო 35 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.