„დილის 6:00 საათზე პატიმრები ჩამოჰყავდათ აქ, სასამართლოში წასვლის წინ. ეს ფანჯარა არ იკეტებოდა, არ იყო გათბობა და ყინვაში მყოფი პატიმრები, რომლებიც სამი საათის განმავლობაში იყინებოდნენ, შემდეგ მიჰყავდათ სასამართლოში, სასამართლოდან მოჰყავდათ აქ და სანამ არ დაღამდებოდა, არ აჰყავდათ კამერებში. განსაკუთრებით ეს ვრცელდებოდა პოლიტპატიმრებზე. ესეც სააკაშვილის რეფორმირებული სისტემა!"- პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ ადგილებს გვაჩვენებს, სადაც პატიმრებს აწამებდნენ და ასახიჩრებდნენ. მათი განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, პატიმრებს გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა.
„პატიმრები ყოველგვარი პირობების გარეშე, არც წყალი, არც საპირფარეშო, 4-5 კაცი კვირების განმავლობაში იყვნენ აქ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ პატიმრები დაეთრგუნათ!"- აცხადებს სალუქვაზე.